კომპანია “ქალაქური“ გთავაზობთ ქართულ და უცხოურ პროდუქციას. შპს “ქალაქური” სამომხმარებლო ბაზარზე ფუნქციონირებს 12 წელია. აწარმოებს და ყიდის სადისტრიბუციო რგოლის საშუალებით ადგილობრივ და იმპორტით შემოტანილ ნატურალურ პროდუქციას.
მომხმარებელს ვთავაზობთ ქართულ თხილს (მოხალული, მოუხალავი), ნუშს, ფისტაშკას, მზესუმზირას, სხვადასხვა სახეობის ჩირებს, როგორც ადგილობრივი, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოტანილი. ასევე გვაქვს უგემრიელესი ნუგბარი – თხილისა და ჩირების ასორტი, თხილი ქიშმიშით , თხილი ჩირებით, მიწის თხილი სეზამით, თაფლით და მარილით.
ყველა პროდუქცია მომხმარებელს მიეწოდება როგორც წონით, ასევე დაფასოებული – 150, 100, 80 და 50 გრ-იან პაკეტებში.
ასევე გთავაზობთ საბაკალეო პროდუქტს ბურღულეულის სახით, პოპკორნს, ბურბუშელას, დაკონსერვებულ პროდუქციას (სოკო, სიმინდი).
შესაძლებელია საცალო და საბითუმო ვაჭრობა.
შპს ქალაქური
მის: 0178, ავშნის ქუჩა 88, თბილისი, საქართველო
ს/კ: 400079669